„ქრისტიან-დემოკრატები“ სოციალურად დაუცველთა პროგრამის იმ ნორმის გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვით, საოჯახო დეკლარაციაში ცრუ ინფორმაციის აღმოჩენის
შემთხვევაში, ოჯახს ყოველგვარი სახელმწიფო დახმარება სამი წლით შეუწყდება.
როგორც
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, დღეს მოქმედი ნორმით, თუ ოჯახის რომელიმე წევრი სოციალურ აგენტს არასწორ ინფორმაციას მიაწვდის, ოჯახის ყოველ წევრს, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისაგან განურჩევლად, უმწეოთა ბაზაში რეგისტრირება, სახელმწიფო დახმარების მიღება და ჯანდაცვის დაზღვევის უფასო პოლისით სარგებლობა სამი წლით ეკრძალება.
მისი
თქმით, აღნიშნული წესი სოციალურად დაუცველ ოჯახში ხანდაზმულის, მცირეწლოვანის, ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის არსებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით უსამართლოა.
„ოჯახის ერთი წევრის მიერ გამიზნულად, ან შეუგნებლად რაიმე ინფორმაციის დამალვის გამო, ოჯახის ყველა წევრის, მითუმეტეს, განსაკუთრებული სტატუსის მქონე ადამიანების, სამი წლით დასჯა არ
შეიძლება. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ინფორმაციის დამალვის ყველა შემთხვევა ყურადღებით შეისწავლოს და თუ ასეთი რამ დადასტურდა, სანქცია არა მთელი ოჯახის, არამედ იმ პირის წინააღმდეგ გატარდეს, რომელმაც დეკლარაცია შეავსო“, – აცხადებს დეპუტატი.
ამას
გარდა, ანიკაშვილი პენსიონერებს, არასრულწლოვანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ქრონიკულად დაავადებულ პირებისთვის კუთვნილი ფულადი დახმარებისა და ჯანდაცვის პოლისის შენარჩუნებას ითხოვს.
დეპუტატის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახი სახელმწიფოსაგან ყოველთვიურად 30-ლარიან დახმარებას იღებს, რასაც თითო წევრზე 24 ლარი ემატება.
Internet.ge