GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შაშკინი ქობულეთის პროფესიული კოლეჯის სოციალურად დაუცველ სტუდენტებს შეხვდა
15:16 18.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროფესიულ კოლეჯში "ახალი ტალღა” ვაუჩერული დაფინანსების ახალი პროგრამის ფარგლებში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს შეხვდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 7 მაისს ამ კოლეჯში 1000 ლარიანი ვაუჩერით დაფინანსებული 111 სოციალურად დაუცველი სტუდენტი შეუდგა სწავლას. მათი უმრავლესობა მაღალმთიანი აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და სვანეთიდანაა. მათ კოლეჯის თანამედროვე სტანდარტების ახალი საერთო საცხოვრებელი მოემსახურება.

ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში ვაუჩერული დაფინანსებით სულ 250 სტუდენტი ჩაირიცხა. კოლეჯში სპეციალობები  აჭარის რეგიონის ეკონომიკური განვითარების  პრიორიტეტული გეგმიდან  გამომდინარე შეირჩა შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: სასტუმრო საქმის მწარმოებელი, მზარეული, კონდიტერი, ტუროპერატორი (აგრო-, ეკო-, და ა.შ. ტუროპერატორი), ბარმენი, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი,  ამწის მემანქანე, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ელექტრიკოსი, სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი. სამინისტროს დაფინანსებით, კოლეჯი  საგანამანათლებლო პროგრამების შესაბამისი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი. პრაქტიკული სწავლებისათვის მოწყობილია და ფუნქციონირებს სხვადასხვა ლაბორატორია და სახელოსნო.

ცენტრში განახლებული პროგრამებით გადამზადებულ სტუდენტთა 75% უკვე დასაქმებულია სასტუმროებში: ”შერატონ ბათუმი”, ”რედისონი”, ”ჯორჯიან პალასი”, ”პიაცა”, ”ბონი”, ”ოაზისი”, ”ელბაკური”, ”სავანე” და სხვ.

წელს პირველად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების პროექტი ამოქმედდა. სახელმწიფო, ყველა მსურველს, ვინც  პროფესიულ კოლეჯში სწავლას გადაწყვეტს ათასლარიანი ვაუჩერით აფინანსებს.  წლის განმავლობაში  ვაუჩერული დაფინანსებით 7 000 ადამიანი ისწავლის. ვაუჩერით სრულად ფინანსდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ასევე, მიმდინარე წლის ცხრაკლასდამთავრებულები და მეთორმეტეკლასელები, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტეს დაეუფლონ პროფესიულ განათლებას.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„Global TV” 5 ათასი ლარით დაჯარიმდა1
დიმიტრი ლორთქიფანიძე: მზად ვარ ომბუდსმენის ვალდებულებები ავიღო2
საქართველო-რუსეთის საზღვართან საქართველოს შს სამინისტროს სპეცოპერაცია მიმდინარეობს3
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა4
თბილისის ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X