„ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლებას სოციალური და სამედიცინი პრიორიტეტების გადახედვისკენ მოუწოდებენ
„ახალი
მემარჯვენეები“
ხელისუფლებას
სოციალური
და სამედიცინი პრიორიტეტების გადახედვისკენ და პარტიის პროგრამის სოციალური ინიციატივების გაზიარებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ლევან კალანდაძემ ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.
მისი
თქმით, პარტიის პროგრამა სოფლად მუდმივად მცხოვრები ყველა მოქალაქის სამედიცინო დაზღვევის პოლისებით უზრუნველყოფას, უმწეოთა სტატუსის მინიჭების პროცედურების გამარტივებას, სარეიტინგო ქულების გაზრდას და ამ პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას გულისხმობს.
“ხელისუფლების
სოციალური
პოლიტიკის
შედეგი – სოფლად ყველაზე მდიდარი ადამიანი პენსიონერია! სამწუხაროდ, ადამიანებისთვის
პენსია დღევანდელ სოფელში იქცა ყველაზე „დიდ“ შემოსავლად და თითქოს პარადოქსულია, მაგრამ როცა სოფლებში პატარა ბავშვს ეკითხები, რა გინდა გამოხვიდეო, გპასუხობენ – პენსოინერიო. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ ადამიანები მხოლოდ პენსიონერობაზე ოცნებობენ, ერთი სული აქვთ როდის მიაღწევენ საპენსიო ასაკს და 110 ლარიანი შემოსავალი გაუჩნდებათ,“ – განაცხადა ლევან კალანდაძემ.
internet.ge