თსუ-ში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის თავმჯდომარის საჯარო ლექცია გაიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,
რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის,
ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა გენერალური კომიტეტის თავმჯდომარისა
და იტალიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის წევრის - მატეო მიკაჩის საჯარო
ლექცია.
მიკაჩიმ და სტუდენტებმა დემოკრატიის ხელშეწყობასა და ადამიანური
უფლებების დაცვაში ეუთოს როლზე ისაუბრეს.
სტუმარმა ქართველი სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.
internet.ge