შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია „პირველი
სტერეოს“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები, კანონის ჩარჩოებს არ
სცდება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა
უტიაშვილმა განუცხადა, საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავებს ლოგიკური რეაქცია
ექნებათ.
„ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები თუ გასცდება კანონის
ჩაჩოებს, პოლიცია შეაბამისად იმოქმედებს. ამ ეტაპზე, ეკიპაჟის გაგზავნის საჭიროება
არ არის“,- აცხადებს უტიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საჯარო რეესტრმა ტელეკომპანია
"პირველი სტერეოს" დირექტორად ტელევიზიის მეწილე ვასილ კობაიაძე დაარეგისტრირა. რასაც
ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის, დავით ზილფიმიანის გაღიზიანება მოჰყვა.
ზილფიმიანი ირწმუნება, რომ კობაიძე იმ რაოდენობის წილს არ ფლობს, რომ
მისი თანამდებობიდან მოხსნა შეეძლოს.
ამასთან, 12 მაისს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყადაღა დაედო დავით ზილფიმიანის კუთვნილ წილს შპს "ტელეკომპანია პირველ სტერეოსა” და შპს "სტერეო+”-ში.
internet.ge