GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დიმიტრი შაშკინი: სკოლებში ძალადობა 94%-ით, ხოლო ვანდალიზმი 98%-ით შემცირდა
15:15 19.05.2012
დღის სიახლეები

19-20 მაისს, ბათუმში საერთაშორისო ეროვნული ასოციაცია (NASRO) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საერთაშორისო კონფერენციას მართავს.

კონფერენციის - "უსაფრთხო სკოლა" მიზანია სასკოლო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს გამოცდილების სხვა ქვეყნებისთვის  გაცნობა.

ორი წლის განმავლობაში, საქართველოს მანდატურის სამსახურის მიერ უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს, არაერთი ქვეყანა იზიარებს. გასულ წელს საქართველო მანდატურის საერთაშორისო ეროვნული ასოციაციის (NASRO) წევრი გახდა.

ბათუმის კონფენეციაში მონაწილეობენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საერთაშორისო ეროვნული ასოციაციის (NASRO-ს) აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს კენედი, ლიტვის განათლების მინისტრი გინტარას სტეპანავიჩუსი, სომხეთის, ყირგიზეთის, მოლდოვასა განათლების მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  პირველი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე.

კონფერენცია საზეიმო ვითარებაში საქართველოსა და აშშ-ს სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა. დიმიტრი შაშკინმა კონფერენციაზე განათლების სისტემის ფართომასშტაბიანი რეფორმების მნიშვნელობასა  და უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში განხორციელბულ პროექტებზე ისაუბრა. მინისტრმა 2 წლის განმავლობაში ქართული მანდატურის სამსახურის მუშაობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ  გატარებული ღონისძიებების შედეგად, ძალადობა სკოლებში 94%-ით, ხოლო ვანდალიზმი 98%-ით შემცირდა.

კონფერენციაზე ეკატერინე ზღულაძემ და დავით საყვარელიძემ პრეზენტაციები წარმოადგინეს. მათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შსს-სა და იუსტიციის სამინისტროების ერთობლივ პროექტებსა და სკოლებში არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ერთობლივ პროგრამებზე ისაუბრეს. ქართული მანდატურის სამსახურის საქმიანობის ამსახველი პრეზენტაცია წარმოადგინა სამსახურის უფროსმა ზვიად ხიდეშელმა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
არჩევნების მონიტორინგს 61 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ახორციელებს1
გიგი უგულავა: მინდა ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სადისტური ზიანი მიაყენეს2
სამსონ გუგავა ქუთაისის მოსახლეობას შეხვდა3
ორმხრივი სროლის შედეგად დივერსანტთა ნაწილი განადგურებულია4
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X