დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის ეროვნული კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენცია საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტებისა და სკოლების მიერ ერთობლივად ორგანიზებული ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობას 9 უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები იღებენ.
კონფერენციის
მიზანი არის სამართლის მეცნიერების განვითარება და სამართლის რეფორმის თემებზე აკადემიური დებატების წახალისება. მისი მიმდინარეობის
პროცესში მუშაობა წარიმართება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: საკონსტიტუციო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სისხლის სამართალი, საერთაშორისო სამართალი, ევროპის სამართალი, კერძო სამართალი.
კონფერენციის გახსნას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი დაესწრნენ.
internet.ge