Samsung-ისა და Nokia-ს ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს სამგანზომილებიანი ეკრანის
მქონე სმარტფონები გამოუშვან. უმსხვილესმა კომპანიებმა უკვე შეიტანეს შესაბამისი განცხადება
ამერიკის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ბიუროში.
სამგანზომილებიანი ეფექტის შესაქმნელად
Nokia უკვე კარგად ნაცად ტექნოლოგიას გამოიყენებს. იგი გულისხმობს იმ ორი მსგავსი გამოსახულების
პროექციას, რომლებიც ცალ-ცალკე ხვდებიან მარცხენა ან მარჯვენა თვალში. კომპანიის პატენტში
ასევე აღწერილია ოგანზომილებიანიდან სამგანზომილებიან რეჟიმზე გადართვის სისტემაც.
მსგავს ტექნოლოგიებს გამოიყენებს Samsung.
ორივე კომპანიის შემთხვევაში, ეკრანი
ისე იქნება მოწყობილი, რომ გამოსახულების დასანახად მომხმარებელს სპეციალური სათვალის
გაკეთება არ დასჭირდება.
გამოცემა UnwiredView-ის ცნობით,
მსგავსი ფორმატის სმარტფონებს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი კომპანია აწარმოებს: HTC და LG.
ეს უკანასკნელი ამ სფეროში ნოვატორად ითვლება: პირველი 3D ეკრანი 2011 წელს სწორედ
LG-მ გამოუშვა.
internet.ge