მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, წმინდაასურელი მამების იოანე ზედაზნელისა და მისი 12 მოწაფის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით ქართულ ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.
ღირსი იოანე ზედაზნელი მის მოწაფეებთან ერთად: აბიბოს
ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ
სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ
ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი
მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და
დაამკვიდრეს. ისინი საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოწოდებით მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად VI საუკუნეში შემოვიდნენ.
წმინდა იოანე და მისი მოწაფეები ზედაზენზე ცხოვრობდნენ, საიდანაც მოგვიანებით, ღვთისმშობლის გამოცხადებით, სამოღვაწეოდ საქართველოს სხვადასხვა ადგილზე დასახლდნენ.
Internet.ge