საქართველოს საჯარო სკოლებში დღეს საატესტატო გამოცდები დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ინფორმაციით, 2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები დილის 9:00 საათზე, საქართველოს ყველა სკოლაში, ქართული
ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
საქართველოს
განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოცდების მიმდინარეობას თბილისის №49 საჯარო სკოლაში აკვირდებოდა. რეგიონებში იმყოფებიან მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები.
„სკოლები ტექნიკურად გამართულია და მზად არის გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად. საატესტატო გამოცდები ცენტრალიზებულად, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში მიმდინარეობს. გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფას სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს.
ნებისმიერი
ხარვეზის დროულად აღმოფხვრის მიზნით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური“,-
ნათქვამია შაშკინის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართულ
ენისა და ლიტერატურის
შემდეგ, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები 22 მაისს გამოცდას უცხო ენაში; 23 მაისს - ისტორიაში; 24 მაისს - გეოგრაფიაში; 25
მაისს - ფიზიკაში; 28 მაისს - ქიმიაში; 29 მაისს - ბიოლოგიაში, ხოლო 30 მაისს - მათემატიკაში ჩააბარებენ.
internet.ge