GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრდებულთა 52% უკვე დასაქმებულია
12:30 21.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი ფოთის პროფესიულ კოლეჯში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ და დევნილ სტუდენტებს შეხვდნენ.

სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერეს და სტუდენტებს მათ სურვილებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ. ფოთის თანამედროვე სტანდარტების  პროფესიულ კოლეჯ "ფაზისში", ვაუჩერული დაფინანსების ახალი პროექტის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტები 7 მაისიდან შეუდგნენ სწავლას. მათ შორის 48 დევნილის სტატუსით სარგებლობს, მათგან 20 სოციალურად დაუცველია და შესაბამისად, 1000 ლარიანი ვაუჩერით დაფინანსდა.

კოლეჯი „ფაზისი“ მომსახურების, მშენებლობისა და ტურიზმის სფეროსათვის  შემდეგ სპეციალისტებს ამზადებს: ძრავის შემკეთებელი; სავალი ნაწილის ტექნიკოსი; მებათქაშე; შემდუღებელი; სასტუმრო საქმის სპეციალისტი; სარესტორნო საქმის მწარმოებელი; დურგალი; ელექტრიკოსი; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი; ზეინკალ-სანტექნიკოსი; მეფილე-მომპირკეთებელი; რკინა-ბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი; გიდი; ტუროპერატორი; კონდიტერი და სხვ.

პრეზიდენტის ინიციატივით, წელს პირველად, პროფესიული განათლება ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადავიდა. სახელმწიფო, ყველა მსურველს, ვინც პროფესიულ კოლეჯში სწავლას გადაწყვეტს, 1000 ლარიანი ვაუჩერით აფინანსებს. ახალი პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში სოციალურად დაუცველი სტუდენტები ფინანსდებიან. 2010 წლის შემდეგ კოლეჯში ჩაირიცხა 756 სტუდენტი, ხოლო კურსდამთავრდებულთა 52% უკვე დასაქმებულია.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ღლონტი: მედია სრულად გადავა "ქართული ოცნების“ ხელში1
სანტა კლაუსმა მაღაზია დააყაჩაღა2
დევნილები და სოციალურად დაუცველი პირები მე-8 დღეა შიმშილობენ3
ქუთაისის #2 დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა4
ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში შევიდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X