თბილისში, 19 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. ამის
შესახებ „ინტერნეტ.ჯი“ -ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა, თემურ
გიორგაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ნასიმ ჯაფაროვი
გურამიშვილის გამზირზე მშენებარე კორპუსის ბოლო სართულზე ავიდა და გადმოხტომით
იმუქრებოდა.
„გურამიშვილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო დანაყოფი, 40 წუთიანი მოლაპარაკების შემდეგ, საპატრულო
პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი შენობის ბოლო სართულიდან უვნებლად ჩამოიყვანა“,-
განაცხადა გიორგაძემ.
სუიციდის მცდელობის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
internet.ge