GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უზენაესმა სასამართლომ კერძო პირს 10 000 ლარიანი ჯარიმა მოუხსნა
17:09 28.03.2012
დღის სიახლეები
2012 წლის 28 მარტს, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის გადაწყვეტილებით, დავა კერძო პირის სასარგებლოდ დასრულდა. დავის არსი კერძო პირის ავტოფარეხის დემონტაჟს და 10 000 ლარით დაჯარიმებას შეეხებოდა.
მ. ცხოვრაგაულმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა თბილისის მერიის,  სსიპ არქიტექტურის სამსახურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემული აქტების ბათილად ცნობა, რომლითაც მ. ცხოვრაგაულს აეკრძალა დაესრულებინა ავტოფარეხის მშენებლობა. 
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილების საფუძველზე, მ. ცხოვრაგაული დაჯარიმდა 10 000 ლარით და დაეკისრა ავტოფარეხის დემონტაჟი. სადავო აქტებს მოსარჩელე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ავტოფარეხის მშენებლობის დასრულების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით მას გააჩნდა არქიტექტურის სამსახურის წერილობითი თანხმობა, შესაბამისად,  მას გააჩნდა კანონიერი ნდობა ამ ორგანოს მიმართ და ამ თანხმობის ბათილად ცნობა დაუშვებელი იყო. 
საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ცხოვრაგაულის მიერ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტები და მ. ცხოვრაგაულის მიმართ შეწყდა სამართალდარღვევის საქმის წარმოება.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.ცხოვრაგაულს არქიტექტურის სამსახურის წერილობითი თანხმობის მიმართ ჰქონდა კანონიერი ნდობის უფლება, რის გამოც არ არსებობდა ნებართვის ბათილად ცნობის, მ. ცხოვრაგაულისთვის 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმისა და ავტოფარეხის დემონტაჟის დაკისრების საფუძველი.
internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამ მაღაზიამ კლიენტები შოკში ჩააგდო: გაყიდვაშია „ადამიანის ხორცი“1
პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს საჩუქრად ბინები გადასცა2
„მეცხრე არხი“ საქართველოს მასშტაბით ყველა ძირითადი მსხვილი საკაბელო კომპანიის პაკეტში ჩაჯდა3
მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა4
ვასილ ჭყოიძეს დღეს დაკრძალავენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X