თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს, სამრეწველო აღლუმში მონაწილე ერთ–ერთი
თანამედროვე ტექნოლოგიების პოლიგრაფიული საწარმო დაათვალიერა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
ტექნოლოგიების პოლიგრაფიული მცირე საწარმო “სან–სტუდიო“ 6 თვეა
დაარსდა და წარმატებით საქმიანობს. სტუდიაში სპეციალური პრინტერითა და ნანო
საღებავებით ნებისმიერი სახის ზედაპირის მქონე პროდუქციაზე, სხვადასხვა
ილუსტრაციების გადატანა ხდება.
პოლიგრაფიულ საწარმოში 5 ადამიანია დასაქმებული. კომპანია
გაფართოებას უახლოეს მომავალში გეგმავს. „სან–სტუდიო“ 26 მაისს დაგეგმილ სამეწველო
აღლუმში საკუთარი წარმოების სხვადასხვა სახეობის, მრავალფეროვან პროდუქციას
წარმოადგენს და მათ საზოგადოებას გააცნობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში წარმოებული მრავალფეროვანი პროდუქციის
პოპულარიზაციის მიზნით, 26 მაისს რუსთაველის
გამზირზე გრანდიოზული გამოფენა: "ქართული მრეწველობის აღლუმი –დამზადებულია საქართველოში"
გაიმართება.
internet.ge