სოციალური მომსახურების სააგენტოს
ხელმძღვანელმა რამაზ სულამანიძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილესთან კოკა სეფერთელაძესათან ერთად, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები
მოინახულა, რომელებიც სოციალურ საწარმოში „Auto Life“ სამუშაო პრაქტიკას გადიან.
ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს
წარმომადგენლებმა ახალგაზრდები გაიცნეს და მათი სამუშაო გარემო დაათვალიერეს.
ავტომობილების პროფილაქტიკურ ცენტრში „Auto Life“ ავტო შემკეთებლის პროფესიას 5
სოციალურად დაუცველი ახალგაზრდა ეუფლება.
ამ პროექტის ფარგლებში 17-მა ახალგაზრდამ
უკვე წარმატებით გაიარა პრაქტიკული და თეორიული სწავლება. წარჩინებული მოსწავლე,
ახალგორიდან დევნილი ნიკა ბაციკაძე 3 თვით გერმანიაში გაემგზავრა და პრაქტიკა Ford
Apple & Wilhelm Maibach - ის პროფესიულ სასწავლებელში გაიარა.
ასოციაცია „Life Chance“-მა, გერმანიის
საელჩოს დახმარებით, სოციალური საწარმო "Auto Life" 2010 წელს დააფუძნა.
სოციალური საწარმოს მიზანია დაეხმაროს, სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს და
ბავშვთა სახლების ყოფილ აღსაზრდელებს, დაეუფლონ ავტო შემკეთებლის პროფესიას და
მიიღონ გრძელვადიანი დასაქმების შანსი.
Internet.ge