პარასკევს, 25 მაისს, 18:00 საათზე, თბილისის ზღვაზე, ანტინიკოტინური აქციის ფარგლებში „ჩააქრე და გამომყევი“ ველორბოლა გაიმართება.
ველორბოლაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ მოყვარულებს 14-დან 30 წლამდე.
ტურნირში გამარჯვებულს თასი, ხოლო ფინალისტებს ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.
შეჯიბრი იმართება ანტინიკოტინური აქციის „ჩააქრე და გამომყევი“
ფარგლებში.
იგი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა
და საზოგადოების ინფორმირებას თამბაქოს მავნებლობის შესახებ.
internet.ge