დღეს, ესპანეთის ყველა სკოლა და უნივერსიტეტი დაიხურა.
მოსახლეობა ამგვარი ფორმით, მთავრობის გადაწყვეტილების მიმართ პროტესტს გამოხატავს,
რაც იმაში მდგომარეობს, რომ შეამცირონ განათლებაზე გაწეული ხარჯები. ამ მასშტაბის
გაფიცვა ესპანეთში პირველად ხდება. მან ქვეყნის მთელი განათლების სისტემა მოიცვა.
რეფორმის თანახმად, სკოლებში ხარჯების შემცირების
შედეგად გაიზრდება სასკოლო კლასები, მასწავლებლებს კი, იმავე ხელფასის პირობებში, სამუშაო
საათები დაემატებათ. ამასთან, საუნივერსიტეტო განათლების საფასური ერთბაშად 25%-ით
გაიზრდება.
ქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქციის გამართვაც
იგეგმება, რომელშიც მონაწილეობას მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები მიიღებენ.
ესპანეთის ხელისუფლება კი, დაჟინებით
აცხადებს, რომ საბიუჯეტო ხარჯების შესამცირებლად რეფორმები აუცილებელია.
Internet.ge