მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი ბრენდების პირველ ათეულში, მე-7 ადგილი ინფორმაციული ტექნოლოგიების
სფეროში მომუშავე კომპანიებმა დაიკავეს. ტოპ-ასეულს, წინა წლის მსგავსად, Apple
უდგას სათავეში. ყოველწლიური რეიტინგის შემქმნელმა ბრიტანულმა კომპანია Millward
Brown Optimor-მა, ეს მარკა 183 მილიარდ დოლარად შეაფასა.
სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლის
განმავლობაში IBM-მა საკუთარი ბრენდის ღირებულება 15%-ით, 116 მილიარდ დოლარამდე
გაზარდა და რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. Google-მა კი მესამე პოზიცია
დაიკავა 108 მილიარდი დოლარით.
მე-4, მე-5 და მე-6 ადგილებზე გასული
კომპანიების მდგომარეობა უცვლელია (Microsoft, McDonalds და Cola-Cola). მე-7
საფეხურზე Marlboro მოთავსდა, რომელმაც საკუთარი პროდუქცია 9%-ით გააძვირა და 73
მილიარდი დოლარის გამომუშავება შეძლო. ათეულშივე შევიდა ორი ამერიკული (AT&T და
Verizon) და ერთი ჩინური (China Mobile) კავშირგაბმულობის ოპერატორი.
მართალია Facebook-ის ბრენდის ფასი ყველაზე
მეტად - 74%-ით გაიზარდა, თუმცა ჩამონათვალში მხოლოდ მე-19 ადგილზე გავიდა (33
მილიარდი დოლარით).
Internet.ge