მთელი საქართველოს მასშტაბით საატესტატო გამოცდები
მიმდინარეობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2011-2012
სასწავლო
წლის
საატესტატო
გამოცდები
"CAT”-ის
ტიპის
საგამოცდო
მოდელით
ტარდება.
საგამოცდო ოთახებში ჩართულია ვიდეო კამერები და ხმის ჩამწერი აპარატურა. პროცესს 2000-ზე მეტი მეთვალყურე
აკვირდება.
სამინისტროს
ძალისხმევით
საჯარო
სკოლები
11 ათასი
ახალი
კომპიუტერით
აღიჭურვა,
წელს
პირველად,
გამოცდები
1500 ახალი
School Box-ის თანამედროვე სისტემის გამოყენებით ტარდება, რომელიც სტაბილურ, უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს და სკოლებს
დამატებითი
ელექტრონული
სერვისების
განხორციელებაში
ეხმარება.
სამინისტროში შექმნილია ასევე
გამოცდების
საორგანიზაციო
შტაბიც,
რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ჩართულები
არიან
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის,
ენერგეტიკისა
და
ბუნებრივი
რესურსებისა
და
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროები.
Internet.ge