რუსთავის იუსტიციის სახლს დღეს, 12:00 საათზე
უკრაინის დელეგაცია ესტუმრება.
იუსტიციის სახლს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები
სისტემატურად სტუმრობენ და დაწესებულებაში დანერგილ ახალ სიახლეებს ეცნობიან.
იუსტიციის სახლი სერვისების მიწოდების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებების სერვისებსაც აერთიანებს და მოქალაქეს გამარტივებულად და კომფორტულად სთავაზობს.
მოქალაქეების დაახლოებით 90%-ს რიგში დგომა 5 წუთზე ნაკლები უწევს, ლოდინის საშუალო ხანგრძლივობა კი 45 წამიდან წუთნახევრამდე მერყეობს.
internet.ge