რუსთავის იუსტიციის
სახლს უკრაინის დელეგაცია ესტუმრა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ თავის
უკრაინელ კოლეგასა და დელეგაციის
სხვა წევრებს იუსტიციის სახლის
კონცეფცია გააცნო.
ვაშაძემ
სტუმრებს მომსახურების სივრცეები დაათვალიერებინა და სერვისების პროცედურები
განუმარტა.
სპეციალურად
უკრაინელი სტუმრებისათვის მოეწყო ტური იუსტიციის
სახლში, რომლის დროსაც დელეგაციის
წევრებს საშუალება მიეცათ, დაკვირვებოდნენ უწყების ფუნქციონირების სპეციფიკას, შეეფასებინათ
სერვისების ხარისხი, მათი სისწრაფე და
სიმარტივე.
შეხვედრის
ბოლოს სტუმრებმა ფილმი „მომავლის საქართველო“ ნახეს,
რომელიც ქვეყანაში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ
რეფორმებს ასახავს.
იუსტიციის
სახლი - იუსტიციის
სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის
მქონე საჯარო დაწესებულებაა, რომელიც იუსტიციის
სამინისტროს გარდა, სხვა უწყებების სერვისებსაც
აერთიანებს და მოქალაქეს გამარტივებულად
და კომფორტულად სთავაზობს. 2012 წლის 26 მაისს ბათუმში პირველი
იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ,
იუსტიციის სახლები ნახევარ მილიონზე
მეტ ადამიანს მოემსახურა.
მოქალაქეების
დაახლოებით 90%-ს რიგში დგომა
5 წუთზე ნაკლები უწევს, მომსახურების
საშუალო ხანგრძლივობა კი 45 წამიდან წუთნახევრამდე
მერყეობს. იუსტიციის სახლები უკვე ათასამდე
დელეგაცამ დაათვალიერა.
ქართული
ნოვაცია წელს გაეროს სპეციალური
ჯილდოს მფლობელიც
გახდა. სახელმწიფო
სერვისების მიწოდების გაუმჯობესების ნომინაციაში საქართველო პირველი გამარჯვებული სახელმწიფოა მთელს
პოსტ საბჭოთა სოვრცეში, დღემდე
დსთ-ს და აღმოსავლეთ
ევროპის არცერთ ქვეყანას ეს ჯილდო არ
მიუღია.
internet.ge