ქუთაისის მერია პარლამენტის მშენებარე შენობიდან ფანჯრების ჩამოვარდნის ფაქტს უარყოფს
ქუთაისის მერიის პრესსამსახურში, პარლამენტის მშენებარე შენობიდან ფანჯრების ჩამოვარდნის ფაქტს არ ადასტურებენ.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ქუთაისის მერიის
პრესამსახურის თანამშრომელმა, დათო ლიკლიკაძემ განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია
ტყუილია.
„თავად ვიმყოფებოდი პარლამენტის შენობასთან
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად და მინდა დანამდვილებით გითხრათ, რომ ასეთი
ფაქტი არ მომხდარა. ფანჯრები პარლამენტის შენობიდან არ ჩამოვარდნილა“,- განაცხადა
ლიკლიკაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული
ინფორმაციის თანახმად, ქუთაისში, მშენებარე პარლამენტს ფანჯრები ჩამოუვარდა. აღნიშნულ
ინფორმაციას, სააგენტო „kutaisitoday.ge” ავრცელებს.
internet.ge