GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბრიტანელი ექსპერტი საქართველოს პენიტენციურ ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გაეცნო
16:56 23.05.2012
დღის სიახლეები

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად, ჯანდაცვის საკითხებში ბრიტანელ ექსპერტ ჯონ ბოინგტონს შეხვდა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე  პენიტენციური ჯანდაცვის სისტემაში  მიმდინარე რეფორმები, არსებული შედეგები და სამომავლო გეგმები  განიხილებოდა.

ბრიტანელი ექსპერტი მონიტორინგს უწევს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე  ჯანდაცვის რეფორმებს და  შესაბამის რეკომენდაციებს  გასცემს.

ხათუნა კალმახელიძის თქმით, სამინისტროსთვის  ასეთი დონის ექსპერტების ჩართულობა და რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, რადგან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამოქალაქო სექტორთან გათანაბრება სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

ჯონ ბოინგტონმა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან  შეხვედრები გამართა და სასჯელაღსრულების  დაწესებულებები მოინახულა.

ექსპერტი მრავალი წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში ხელმძღვანელობდა პენიტენციურ ჯანდაცვას, იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ციხის ჯანმრთელობის პროგრამის თანამშრომლობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, არის ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მორბენალი, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, ოლიმპიადაზე ათლეტებს გაეჯიბრება1
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქცია დაპირისპირებით დასრულდა2
ფოტორეპორტაჟი: ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის3
პატრიარქის ფოტოების გამოფენა მოეწყობა4
გაერო: სირიაში მსხვერპლის რაოდენობამ 30 ათასს მიაღწია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X