26 მაისის ღონისძიებების სამზადისთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის
მოძრაობა შეწყვეტილია.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს მერიის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მძღოლებს მოძრაობა რუსთაველის
გამზირის მიმდებარე ქუჩებით შეუძლიათ.
მერიის ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა თბილისში სამი დღის განმავლობაში იმოქმედებს.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი
ღონისძიების გამო, მეორე დღეა გადაკეტილია მარჯანიშვილის მოედანი.
26 მაისს, აღმაშენებელის მოედანზე ნიკოლოზ
რაჭველი და სუხიშვილები გრანდიოზულ კონცერტს გამართავენ.
რაც შეეხება, რუსთაველის გამზირს,
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე წელს
პირველად "ქართული მრეწველობის აღლუმი - დამზადებულია საქართველოში"
გაიმართება. გამოფენაზე 250-ზე მეტი ქართული კომპანია, საქართველოში დამზადებულ
პროდუქციას წარმოადგენს.
Internet.ge