ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. 24 მაისს, იუსტიციის სამინისტროში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან -
„სენაკის სათემო განათლების ცენტრი“ ხელშეკრულების
გაფორმების ცერემონიალი გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მთავარი პროკურორის პირველმა
მოადგილემ დავით საყვარელიძემ და გამარჯვებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
დავით
საყვარელიძემ არასამთავრობო
ორგანიზაციას -
„სენაკის სათემო განათლების ცენტრს“, წარმატება მიულოცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ანტინარკოტიკულ
კამპანიაში საზოგადოების ყველა ფენის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების
ჩართულობას და ნარკოტიკული დანაშაულის პრევენციას.
საგრანტო კონკურსი, მთავარი
პროკურატურის მიერ ინიცირებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, 22 მარტს გამოცხადდა.
მასში მონაწილეობის მიღება ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას შეეძლო, რომელსაც ამ
სფეროში მუშაობის გამოცდილება გააჩნდა.
საგრანტო პროგრამის მიზანი, ერთის მხრივ ნარკოტიკის მავნე ზეგავლენის
შესახებ მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება, მეორეს მხრივ კი კამპანიაში არასამთავრობო სექტორის მეტი ჩართულობა და არასამთავრობო
ორგანიზაციების კომპეტენციების განვითარებაა, რაც საზოგადოებრივ
ორგანიზაციებს, მომავალში
მსგავსი პროექტების დამოუკიდებლად განხორციელებაში დაეხმარება.
პროგრამის ფარგლებში „სენაკის
სათემო განათლების ცენტრი“, სენაკის მუნიციპალიტეტში ხუთი თვის მანძილზე განახორციელებს
პროექტს „იმოქმედე დღეს, რათა დაცული იყო ხვალ!“ გამარჯვებული ორგანიზაცია ნარკოდანაშაულის
საკითხებზე მოსახლეობის
ცნობიერების დონის ამაღლებაზე იზრუნებს. ამ მიზნით ცენტრი დაგეგმავს და
განახორციელებს აქტიურ საინფორმაციო
კამპანიას,
დამზადდება და დარიგდება ბუკლეტები და ფლაერები ჩატარდება ლექციები სკოლებში,
მოეწყობა ფილმების ჩვენება-განხილვა, გაიმართება ანტინაკოტიკული ტურნირი რაგბში.
საგრანტო
პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობას 450-ზე მეტი ახალგაზრდა
მიიღებს, ოცი მათგანი კი სპეციალურ
ტრეინინგებს გაივლის, რათა მომავალში, დამოუკიდებლადაც შეძლონ ამ ტიპის
აქტივობების განხორციელება.
internet.ge