"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის,
მანანა ნაჭყებიას განცხადებით, ფოთელების უმრავლესობა
დაუსაქმებელია. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა.
"ფოთელები ჩივიან, რომ იმ
ახლადგახსნილ
სამსასახურებშიც
კი, რომლებიც ფოთში ჩამოყალიბდა, მაგალითად გეზში, ფოთელებს არ ასაქმებენ და კადრები თბილისიდან ან ზუგდიდიდან ჩამოჰყავთ. ასევეა პოლიციაში, პორტში და ა.შ.", - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
„ახალი მემარჯვენეები“ ირწმუნებიან, რომ ფოთელები ქალაქში სახლების ფასადების შეკეთებაზე დაასაქმეს, თუმცა ხელფასი არ გადაუხადეს.
"ფასადების შეკეთებაზე მომუშავე ადამიანები აცხადებენ, რომ ამუშავეს,
მაგრამ ორი თვეა ხელფასი არ მიუღიათ. ფოთელთა მთავარი შემოსავალი თურქეთში მუშაობაა. ისინი აცხადებენ, რომ ფოთი უკვე პორტი კი არა ტერმინალია. ქალაქი სულს ღაფავს და თავს ძლივს ირჩენს", -
დასძინა ნაჭყებიამ.
internet.ge