საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის გადაწყვეტილებით, შპს ტელე-რადიო
კომპანია ”თრიალეთი” 5000 ლარით დაჯარიმდა.
ეროვნული კომისიის ინფორმაციით, აღნიშნული სანქცია „თრიალეთს“ გორში რადიოსიხშირული სპექტრის (სიშირული დიაპაზონი 11.864-12.064 მჰც) ულიცენზიოდ და მინიჭების გარეშე გამოყენებისთვის დაეკისრა.
„შპს ტელე-რადიო
კომპანია ”თრიალეთი”, გარდა იმისა, რომ
არის კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი და ახორციელებს საერთო
მაუწყებლობას,
ამავდროულად
წარმოადგენს
მაუწყებლობის
ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს (ე. წ. საკაბელო ოპერატორს). სწორედ აღნიშნული საქმიანობის (ტელემაუწყებლობის ტრანზიტი) განსახორციელებლად, შპს
ტელე-რადიო კომპანია ”თრიალეთი” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის და კომისიის მიერ
შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მინიჭების უფლების გარეშე, იყენებდა ზემოთ მითითებულ სიხშირულ დიაპაზონს“,-
ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
internet.ge