GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვარძელაშვილმა და მონაშმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
13:08 24.05.2012
დღის სიახლეები

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, ვლადიმერ ვარძელაშვილმა და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა რულანდ მონაშმა, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც 2012 წელს, ახალგაზრდულ სფეროში განსახორციელებელი პროგრამების ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ხელშეკრულების თანახმად, გაეროს ბავშვთა ფონდი დააფინანსებს საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის ღონისძიებებს, რომლებიც დაკავშირებულია ჯანდაცვის, დასაქმების, სამოქალაქო აქტიურობის, არაფორმალური განათლებისა და სხვა სფეროებთან.

„გაეროს ბავშვთა ფონდისთვის ახალგაზრდობა პრიორიტეტული სფეროა. სამინისტრო არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომელთანაც დღეს ხელი მოვაწერეთ სამოქმედო გეგმის ხელშეკრულებას. დოკუმენტის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას. ვიმედოვნებთ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა დადებითად აისახება საქართველოს ახალგაზრდობაზე,“ - განაცხადა მონაშმა.

გაეროს ბავშვთა ფონდი სამინისტროსთან 2010 წლიდან თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში ფონდმა სამინისტროს მიერ ინიცირებული რამდენიმე პროექტი დააფინანსა, მათ შორის, ახალგაზრდული სერვისების მონაცემთა ბაზის შექმნა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსწავლემ სკოლაში, ისტორიის მასწავლებელს სცემა (VIDEO)1
ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო2
ღარიბაშვილი დაცვის პოლიციის თანაშრომლებს უწყებაში დაბრუნების პირობას აძლევს3
ჩახვაძე: აუცილებელია მოსახლეობისთვის შეთავაზებული კომპენსაციების რაოდენობა გაიზარდოს4
ასტრონომების ვარაუდით მარსის მოახლოება ბუნებრივ კატასტროფებს გამოიწვევს (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X