ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი
საქველმოქმედო ფონდ „ქომაგი 2“-ს აფუძნებს. ამის
შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს ფონდ „ქომაგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში
განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ოლიმპიურმა ჩემპიონმა
აღნიშნული გადაწყვეტილება ია მეტრეველს რამოდენიმე დღის წინ აცნობა.
„იცით, რომ ქომაგი კონტროლის პალატამ
დააყადაღა. ამიტომ ჩვენმა მეგობრებმა სურვილი გამოთქვეს საქმიანობა გააგრძელონ და
იქმნება მსგავსი ტიპის საქველმოქმედო ფონდები“,- აცხადებენ პრესსამსახურში.
მათი ინფორმაციით , ახლო მომავალში
კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახიც შექმნის მსგავს ფონდს.
„ინტერნეტ.ჯი“-ს შეკითხვაზე, ხომ არ იქნება კეტაშვილის ფონდი ია
მეტრეველის ორგანიზაციის ფილიალი, პრესსამსახურში არ პასუხობენ.
ფონდი
"ქომაგი"
15 მაისს დაფუძნდა, თუმცა კონტრილის პალატამ ფონდის ანგარიშებს
პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ კავშირისა და არაკანონიერი გზით მიღებული
90 000 ევროს გამო, მალევე
ყადაღა დაადო.
Internet.ge