ვარძელაშვილი: ჩვენს გარეშე, ჩვენსავე ტერიტორიაზე, ოფიციალურ ღონისძიებას ვერავინ ჩაატარებს
აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის
ხელმძღვანელობამ ფიფას თხოვნით მიმართა, რომ ამხანაგური მატჩების გამართვის უფლება
მიიღოს. ამის შესახებ რუსულ გამოცემებს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ჯამალ გუბაზმა განუცხადა.
აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი:
„ეს არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების
ილუზიები. ეს არ მოხდება, რადგან ევროკავშირი და ზოგადად ცივილიზებული მსოფლიო
აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
შესაბამისად, ყველა ოფიციალური უწყება, სტრუქტურა თუ დაწესებულება აღიარებს ჩვენს
ერთიანობას. საქართველო უეფა-შიც, ევროკავშირშიც და ყველა სხვა დანარჩენ
ორგანიზაციაშიც ერთ სუბიექტად არის დაფიქსირებული
და, შესაბამისად, ჩვენ გარეშე,
ჩვენსავე ტერიტორიაზე, ვერავინ ჩაატარებს რაიმე
ოფიციალურ ღონისძიებას,“ - აღნიშნა მინისტრმა.
internet.ge