GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მანანა ნაჭყებია: სოფლებში მიწების 80% დაუმუშავებელი დარჩა
17:03 24.05.2012
დღის სიახლეები

„ახალი მემარჯვენეების“ განცხადებით, აბედათში რომელშიც 800 კომლია, მიწების 80% დაუმუშავებელი დარჩა. როგორც მარტვილში მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მანანა ნაჭყებიამ  განაცხადა, ინფრასტრუქტურული პროექტი რაიონის  სოფლებს არ შეხებია.

მისი თქმით, სოფლების გზა სავალალო მდგომარეობაშია და არ არის გაზიფიცირება.

„არა გზა, არა გაზი, არა სკოლა. ეს სოფლები ხელისუფლებისგან დავიწყებული და ღვთის ამარაა მიტოვებული. ის ერთადერთი საშუალო სკოლაც კი, რომელიც სოფელ აბედათს ჰქონდა, დახურეს და მოსწავლეებს მეზობელი სოფლის სკოლაში ფეხით ყოველდღიურად 4 კილომეტრი წინ და 4 კილომეტრი უკან გავლა უწევთ,“ – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

პარტიის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, კვლავ დაუძლეველ პრობლემად რჩება ტრაქტორი და მიწის დამუშავების თემა.

„ერთ დროს ხილის მრავალფეროვანი კულტურების წარმოებით განთქმული რაიონი დღეს მიწების დამუშავების გარეშეა დარჩენილი. ყოვლად წარმოუდგენელი სიტუაციაა. სოფელში, რომელშიც 800 კომლია, მიწების 80% წელს დაუმუშავებელი დარჩა და ეს ადამიანები პრაქტიკულად შიმშილისთვის არიან განწირულნი. მთელ მარტვილის რაიონზე პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი მხოლოდ 2 ტრაქტორი მოდის და ისიც მხოლოდ მიწის დიდი ფართობების დასამუშავებლად გამოიყენეს. სოფელ აბედათის მკვიდრ გლეხებს კი, უარი უთხრეს“ – აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის დაკრძალვას ბიძინა ივანიშვილიც დასწრო1
"ქართული ოცნების" აქტივისტები ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ (VIDEO)2
პრეზიდენტი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტში მონაწილეობს3
პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დუმილი დაარღვია4
მანანა ნაჭყებია: სოფლებში მიწების 80% დაუმუშავებელი დარჩა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X