საქართველოს
დამოუკიდებლობის
დღესთან დაკავშირებით,
26 მაისს, თბილისელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი: მეტრო და ავტობუსი მთელი დღის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება.
აღნიშნული
გადაწყვეტილება, თბილისის მერიამ, საქართველოს
დამოუკიდებლობის
დღესთან და ასევე მოსახლეობის მხრიდან რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სამრეწველო აღლუმზე დასწრების სურვილის გათვალისწინებით მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის გაზრდის მიზნით, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ქართული მრეწველობის აღლუმი – „დამზადებულია საქართველოში"
გაიმართება.
ადგილობრივ
თუ საერთაშორისო ბაზარზე ქართული წარმოების სხვადასხვა სფეროს პოპულარიზაციისა და ეკონომიკის
განვითარების
ხელშეწყობის
მიზნით, სამრეწველო აღლუმი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად, საქართველოს დამოუკიდებლობის
დღეს გაიმართება. წელს გამოფენაზე 250–ზე მეტი საწარმო საკუთარი წარმოების: ავეჯს, სამშენებლო მასალებს, ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკას, ტექსტილს, ლითონის ნაკეთობებს, ფარმაცევტულ ნაწარმს, ლაზერულ გრავიურას, ქართული წარმოების მეტროს ვაგონებს, უალკოჰოლო და ალკოჰოლიან სასმელებს, ჩაის, საკვებსა და სხვადასხვა მრავალფეროვან პროდუქციას წამოადგენს.
internet.ge