ახალი
სასწავლო წლიდან, საქართველოს მასშტაბით, კიდევ
250-მდე პედაგოგი ათასლარიან ხელფასს მიიღებს. სერტიფიცირებულ პედაგოგთა შორის ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის ჩაბარების შემდეგ, 250-მდე სხვადასხვა საგნის პედაგოგი საუკეთესო 25%–ში მოხვდა და ხელფასი 1000 ლარი გაუხდა.
დღეს,
საქართველოს
განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, სამი საუკეთესო მაჩვენებლის მქონე პედაგოგი პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.
ინგლისურისა
და კომპიუტერის ინტეგრირებულ გამოცდაში წელს 1600–ზე მეტი სერტიფიცირებული
პედაგოგი მონაწილეობდა. გამოცდა 54%-მა ჩააბარა, მათგან საუკეთესოები ახალი სასწავლო წლიდან 1000 ლარიან ანაზღაურებას, ხოლო დანარჩენები ხელფასზე დანამატის სახით 200 ლარს მიიღებენ.
ინტეგრირებული გამოცდა წელს მეორედ ჩატარდა და 2011 წელთან შედარებით მასში მასწავლებელთა გაზრდილი რაოდენობა მონაწილეობდა, ბარიერი უმრავლესობამ დაძლია, 28 მაისს აპელაციის შედეგებიც გახდება ცნობილი.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდების მაღალი შედეგები პრეზიდენტის მიერ ინიცირებულმა პროექტმა - „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ ორგანიზებულმა ეფექტურმა ტრენინგებმა განაპირობეს. პედაგოგისთვის ასევე დიდი მოტივაცია გაზრდილი ხელფასია.
გამოცდებამდე
რამდენიმე
თვით ადრე, მასწავლებლის სახლში, პედაგოგებისთვის
სპეციალური
ტრენინგები
მიმდინარეობდა.
ინტენსიური
ტრენინგები
ყოველდღიურად
ტარდებოდა,
რომელშიც თბილისის გარდა, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის მასწავლებელი მონაწილეობდა. მასწავლებლის სახლმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 356 პედაგოგი მოამზადა. გადამზადება სპეციალური ტრენინგ-მოდულების მიხედვით ხორციელდებოდა.
internet.ge