ლაგუნა
ვერესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზარალებული მოქალაქე - მალხაზ ბიჭინაშვილი კომატოზური მდგომარეობიდან გამოვიდა. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის მოადგილე გელა არაბიძემ განუცხადა.
„პაციენტი დღეს დილით გონს მოვიდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
გამოსწორდა, თუმცა ბიჭინაშვილი კვლავ მძიმე პაციენტად ითვლება“, - განაცხადა
არაბიძემ.
შეგახსენებთ,
რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 21 მაისს, დაახლოებით
01:00 საათზე
მოხდა.
ლაგუნა
ვერესთან ქვეითად მოსიარულე ორ მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც „მე-9 არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თამარ რუხაძე მართავდა. რუხაძესთან ერთად ავტომობილში მისი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილიდან თამარ რუხაძე და ორი ჟურნალისტი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაიყვანეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თამარ რუხაძე მანქანას აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
internet.ge