GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სკოლებში ჭადრაკის სწავლების კომპიუტერული პროგრამა დაინერგება
15:39 25.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, სულხან სისაურმა და მსოფლიოს თერთმეტგზის ჩემპიონმა ჭადრაკში - გარი კასპაროვმა, დღეს,  მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი მოზარდთა შორის ჭადრაკის პოპულარიზაციასა და საქართველოს სკოლებში პროგრამა - KCFE-ს დანერგვას ითვალისწინებს.

პროგრამა კომპიუტერულია და მის შექმნაზე კასპაროვთან ერთად, ევროპის საჭადრაკო ლიგაც მუშაობდა. საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ეს მეთოდი დაინერგება. ახალი პროგრამა 2012 წლის სექტემბრიდან  ამოქმედდება და იგი ჭადრაკის პოპულარიზაციის  გარდა,  სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს.

ხელმოწერის ცერემონიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე დაესწრნენ.

გარი კასპაროვი მიიჩნევს, რომ ჭადრაკი არის არა სპორტის სახეობა, არამედ განათლების სისტემის გაუმჯობესების ახალი და იაფი საშუალება, იგი მოზარდებში ინტელექტუალური აზროვნებისა და ლოგიკის განვითარებას ემსახურება.

"როცა ბავშვის აღზრდაში ჭადრაკი ერთვება, მას სამყაროზე უკეთესი წარმოდგენა ექმნება და აზროვნებას იწყებს, რადგან ჭადრაკის თამაში  ანალიზს მოითხოვს. გარდა ამისა, ის ბავშვს პასუხისმგებლობას, სიფრთხილესა და დადგენილი წესების მკაცრად დაცვას აჩვევს, რაც საბოლოოდ სწავლის  ხარისხზე აისახება. ჭადრაკის სწავლების დანერგვა ქვეყანას კიდევ არაერთი ნიჭიერი ადამიანის წარმოჩენაში დაეხმარება” – განაცხადა გარი კასპაროვმა.

2010-2011 სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში სპორტის გაკვეთილები დაინერგა. სპორტის სახეობებს სკოლები სურვილისამებრ ირჩევენ, ამ სახეობებიდან ჭადრაკი საქართველოს 800-ზე მეტ სკოლაში არის არჩეული, რაც სპორტის ამ სახეობის აქტუალობაზე  მეტყველებს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ექიმებს ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს1
დავით ბაქრაძე: ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით კითხვები და ეჭვები მაქვს2
მარშალ-გელოვანის გამზირიდან აღმაშენებლის ხეივნისკენ გასასვლელი გვირაბი გაიხსნა3
მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ4
დავით ბაქრაძე გორს ეწვევა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X