სანიაღვრე და კოლექტორების აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის 8 მლნ ლარია გათვალისწინებული
საკრებულოს
საფინანსო
საბიუჯეტო
კომისიის თავმჯდომარე
თამაზ
შოშიაშვილი, ჯაბა სამუშიას განცხადებას,
იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტის პირველ კვარტალში გაწეულ ხარჯებში დარღვევებია, აბსურდულს უწოდებს.
შოშიაშვილის
განმართებით,
მონაცემები,
რომელიც
"ქრისტიან-დემოკრატმა"
ჯაბა სამუშიამ დღევანდელ ბრიფინგზე წარმოადგინა, ბიუჯეტის სხვა მუხლით არის გათვალისწინებული.
"2011 და 2012 წლის 4 თვის განმავლობაში სანიაღვრე და კოლექტორების
აღდგენა რეკონსტრუქციისათვის
8 მლნ 615
ათასი ლარია გათვალისწინებული.
რაც ჩემმა ოპონენტმა კოლეგამ ბრძანა, ეს გახლავთ მხოლოდ მოვლა-პატრონობის ხარჯები, რომელიც ბიუჯეტის სხვა მუხლიდან არის. მოგეხსენებათ, ქალაქის სანიაღვრეები შედის ქალაქის "თბილსერვის ჯგუფის” შემადგენლობაში და ფინანსდება მისივე ბიუჯეტიდან, აქედან გამომდინარე, ჯაბა აბსოლუტურად სხვა თანხებზე საუბრობდა.
ასევე
მინდა ავღნიშნო, რომ ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქის ბიუჯეტიდან 20 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, როგორც ახალი სანიაღვრეების მოწყობისთვის, ასევე კორექტორების აღდგენა - რეკონსტრუქციისთვის,
ჩვენ გვაქვს კონკრეტული მონაცემები ამასთან დაკავშირებით, რაზეც დღევანდელ საკრებულოს სხდომაზეც ისაუბრებენ დედაქალაქის საქალაქოს სამსახურების წარმომადგენლები”, - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გზების სარეაბილიტაციო საკითხსაც შეეხო.
"რაც შეეხება
იმ ქუჩებს, სადაც გზის აღდგენით სამუშაოებზე ჯაბა სამუშიამ ისაუბრა, გაურკვეველია, რა სურათები წარმოადგინა მან. ჩვენს მიერ აღნიშნულ ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებულია",
- დასძინა
შოშიაშვილმა.
ჯაბა
სამუშიამ დღეს საკრებულოში ბრიფინგი გამართა, რომელზეც დაასახელა რამდენიმე ქუჩა, სადაც გზის აღდგენითი სამუშაოები უნდა შესრულებულიყო და არ შესრულდა. ამის დასადასტურებლად
სამუშიამ ფოტომასალა წარმოადგინა.
internet.ge