GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რამაზ ნიკოლაიშვილი: ხვალ ნახავთ რა გაკეთდა პარლამენტის შიგნით
21:31 25.05.2012
დღის სიახლეები
პარლამენტის კონსტრუქციული ნაწილისა და გარე პერიმეტრის მშენებლობა დასრულებულია, ამის შესახებ "ინტერნეტ.ჯი"-ს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა განუცხადა. 

მინისტრის განცხადებით, დასრულდა პარლამენტის მილენიუმ პარკის მშენებლობა, სადაც ტბა არის განთავსებული, რომელიც მთავრობის სახლსა და საკანონმდებლო ორგანოს ერთმანეთთან დააკავშირებს. ნიკოლაიშვილის განცხადებით, ამ წუთებში საფეხმავლო ბილიკის დარჩენილი მონაკვეთის დაგება მიმდინარეობს. 

მუშები დღის ბოლომდე მიმდებარე ტერიტორიას დატოვებენ, რის შემდეგაც, დასუფთავების სამუშაოები დაიწყება. 

ნიკოლაიშვილის შეფასებით, პარლამენტის მშენებლობის ხელმძღვანელობა მისთვის ღირსების საკითხია და მიიჩნევს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც დეპუტატები საქმიანობას შეუდგებიან, კომფორტული იქნება. 

მინისტრის განცხადებით, შიდა საკომუნიკაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და მუშაობა ძირითადად სამღებრო სამუშაოებით გაგრძელდება. შვიდივე სართულზე უკვე დაგებულია მარმარილოს ფილები.

პარლამენტის შენობა დასრულებულ სახეს ოქტომბრის ბოლოს მიიღებს. "ჩვენმა სამინისტრომ სიტყვა შეასრულა. ხვალ ნახავთ რა გაკეთდა პარლამენტის შიგნით. ხშირად გვაკრიტიკებდნენ ამ შენობის გამო, თუმცა მე მწვავე კითხვები არ მაღიზიანებს, რადგან ხვალ ნახავენ რა ხარისხით მიმდინარეობდა სამუშაოები. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობა დასრულდება, იგი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ევროპის მასშტაბით" - განაცხადა მინისტრმა.

რამაზ ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის მშენებლობაზე 2000 ადამიანი მუშაობს.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"საუკეთესო ქართული ღვინოები და სპირტიანი სასმელები - 2012"-ის პრეზენტაცია გაიმართება1
რუსთაველზე "ქართული მრეწველობის აღლუმი – დამზადებულია საქართველოში" გაიმართება2
თომას მელია: სააკაშვილმა სწრაფად იმოქმედა, ჩემი აზრით - სწორად3
მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა4
რუსეთი ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წრთვნას იწყებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X