დღეს
რუსთაველის
გამზირზე ქართული მრეწველობის აღლუმი - "დამზადებულია საქართველოში"
გაიმართება, რის
გამოც რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდა.
ავტომობილები
თავისუფლების
მოედანზე გადაადგილებას მხოლოდ წრიულად შეძლებენ. ტრანსპორტის მოძრაობა დაშვებულია ყოფილი ელბაქიძის ქუჩიდან გალაქტიონის ხიდის მიმართულებით. გახსნილი იქნება სანაპიროზე ჩამსვლელი ორივე პანდუსი.
შეზღუდვები
ხვალიდან მოიხსნება.
Internet.ge