საქართველოს
დამოუკიდებლობის
დღესთან დაკავშირებით, დღეს, თბილისელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი: მეტრო და ავტობუსი მთელი დღის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება.
აღნიშნული
გადაწყვეტილება
თბილისის მერიამ საქართველოს დამოუკიდებლობის
დღესთან და ასევე მოსახლეობის მხრიდან რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სამრეწველო აღლუმზე დასწრების სურვილის გათვალისწინებით მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის გაზრდის მიზნით, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ქართული მრეწველობის აღლუმი – „დამზადებულია საქართველოში"
გაიმართება.
ადგილობრივ
თუ საერთაშორისო ბაზარზე ქართული წარმოების სხვადასხვა სფეროს პოპულარიზაციისა და ეკონომიკის
განვითარების
ხელშეწყობის
მიზნით, სამრეწველო აღლუმი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად, საქართველოს დამოუკიდებლობის
დღეს გაიმართება.
Internet.ge