ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების საჭიროებათა კვლევის პრეზენტაცია გაიმართება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების საჭიროებათა კვლევის პრეზენტაცია დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართება.
საერთაშორისო
ორგანიზაცია
ევრიჩაილდი
და მისი პარტნიორი ორგანიზაციები მინდობით აღზრდის, მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და დღის ცენტრების საჭიროებათა კვლევის შედეგებს წარადგენენ.
საჭიროებათა
კვლევა „ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში ჩართულობის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს და ევრიჩაილდი
ახორციელებს.
ეს პირველი შეფასებაა, რომელმაც დეინსტიტუციონალიზაციის
რეფორმის ფარგლებში მოქმედ ბავშვზე ზრუნვის სამივე სახის ალტერნატიული მომსახურება მოიცვა.
კვლევის
შედეგების
საფუძველზე
პროექტის
11-მა პარტნიორმა ორგანიზაციამ ერთობლივად შეიმუშავა რიგი რეკომენდაციები,
რომლებიც სისტემურ/სტრუქტურულ, ადმინისტრაციულ,
ჯანდაცვის,
განათლების,
დაფინანსებისა
და შესაძლებლობების
განვითარების
სფეროებს ეხება.
შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, ხელისუფლების, შესაბამისი სამთავრობო უწყებების, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე არასამთვრობო და სათემო
ორგანიზაციების
და მასმედიის წარმომადგენლები
დაესწრებიან.
კვლევის
შედეგების
და შეთავაზებული რეკომენდაციების
წარდგენის
შემდეგ, გაიმართება დისკუსია.
Internet.ge