თბილისის წიგნის XIV საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, დღეს დაიხურება.
ფესტივალი, 24 მაისს,
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ, ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში გახსნა.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა აქციები, ლიტერატურული ვიქტორინა და პრეზენტაციები, როგორც ექსპო ჯორჯიას 11-ე პავილიონში, ისე ქალაქის ლიტერატურულ კაფეებში.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით გაიმართა აქცია "აჩუქე წიგნი ახალ მკითხველს!" რომლის ფარგლებშიც შეგროვებული წიგნები დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცემა წეროვანის დევნილთა დასახლების ბიბლიოთეკას. წიგნების დონაცია შეუძლიათ როგორც ორგანიზაციებს, ისე კერძო პირებს.
ფესტივალის ფარგლებში დამთვალიერებელი გაეცნო უამრავ სიახლეს თანამედროვე ავტორების, ლიტერატურული მიმართულებებისა და საგამომცემლო საქმიანობის შესახებ.
Internet.ge