იაშვილის ბავშვთა კლინიკაში, მეორე სართულიდან გადმოვარდნილი, 2 წლის პაციენტის
მიყვანას ამ დრომდე ელოდებიან. ამის შესახებ, „ინტერნეტ.ჯი“-ს საავადმყოფოს საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
„მიღებულია შეტყობინება, რომ გურჯაანიდან
რეანომობილით მცირეწლოვანი გადმოყავთ. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა“,- აცხადებს
კლინიკის პრესსამსახური.
ცნობილია, რომ 2 წლის აკაკი გაბისონია საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდა.
პატარა
მაშინვე გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა
მრავლობითი
მოტეხილობებისა და დაჟეჟილობების გამო პაციენტის თბილისში გადმოყვანა გადაწყდა.
internet.ge