საატესტაო გამოცდები გრძელდება. დღეს, მოსაწვლეები გამოცდას ქიმიაში
ჩააბარებენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეები 29 მაისს - ბიოლოგიის, ხოლო 30 მაისს - მათემატიკის
გამოცდებს ჩააბარებენ.
დამამთავრებელი
კლასის 42
ათასამდე მოსწავლემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და ფიზიკაში უკვე გამოსცადა თავისი შესაძლებლობები.
განათლების
სამინისტროს
ინფორმაციით,
გამოცდების
შუალედური
შედეგები ასეთია: ფიზიკაში მხოლოდ 5%-ზე ნაკლებმა ვერ გადალახა ბარიერი;
არაქართულენოვანი
სკოლების მოსწავლეების
90%-მა ქართულ ენაში მაღალი შედეგი აჩვენა; უცხო ენებს შორის ინგლისურში მოსწავლეთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა - მხოლოდ 2%
ჩაიჭრა.
შუალედური
შედეგების
მიხედვით,
მოსწავლეებმა
წელს გაცილებით მაღალი შედეგი აჩვენეს, ვიდრე შარშან. საგნების მიხედვით საშუალო 8 ქულა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
Internet.ge