რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური და „გრუ“ ინდონეზიაში რუსული ავიალაინერის Sukhoi SuperJet-100-ს კატასტროფის ერთ-ერთ ვერსიად ამერიკელების მიერ მოწყობილ საბოტაჟს განიხილავენ. ამის შესახებ „კომსომოლსკაია პრავდა“ რუსეთის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით წერს.
„გრუ“-ში ამბობენ, რომ მიწიდან ჰაერში
აპარატურის მწყობრიდან გამოყვანა რეალურია და ამის დამტკიცებაც შესაძლებელია.
„განვიხილავთ სამრეწველო საბოტაჟის ვერსიას. ჩვენ დიდი ხანია თვალს ვადევნებთ აშშ-ის
სამხედრო-საჰაერო ძალებს ჯაკარტას აეროპორტში. ვიცით, რომ მათ აქვთ განსაკუთრებული
ტექნიკური საშუალებები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია მიწიდან ჰაერში კავშირის
ჩახშობა ან თვითმფრინავის აპარატურის მწყობრიდან გამოყვანა. მაგალითად, ლაინერი მიფრინავს
ერთ სიმაღლეზე, აპარატურა კი მიწიდან ჩარევის შემდეგ სხვა სიმაღლეს აჩვენებს“ - აცხადებენ
„გრუ“-ში.
კომპანია „Гражданские самолеты Сухого“-ს წარმომადგენელიც ამბობს, რომ „სამრეწველო საბოტაჟის“
ვერსიას კომპანიაც უშვებს, რათა მათი თვითმფრინავები საერთოდ, ბაზრიდან განდევნონ.
მასაც ეჭვი ამერიკელებზე აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ამბობს, ჯაკარტას აეროპორტში,
საიდანაც რუსული SuperJet აფრინდა, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაა განთავსებული.
ინდონეზიაში, რუსული ავიალაინერი 9 მაისს, მეორე საჩვენებელ ფრენას ახორციელებდა. აფრენიდან 20 წუთში ის რადარებიდან გაუჩინარდა. Superjet
100-ს ინდონეზიის მთებში მიაგნეს. მისი ბორტზე მყოფი 45 ადამინიდან არავინ გადარჩა.
Internet.ge