საცხოვრებელი
სახლის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ორი წლის აკაკი გაბისონიას იაშვილის ბავშვთა კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც,
„ინტერნეტ.ჯი“-ს საავადმყოფოს საზოგადოებასთან
ურთიერთობის
სამსახურში
განუცხადეს,
ტომოგრაფიულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბავშვს ქალას ძვლის მოტეხილობა
აღენიშნებოდა, რის გამოც ჩატარდა ოპერაცია. ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა
სტაბილურია.
შეგახსენებთ,
რომ ორი წლის აკაკი გაბისონია, გურჯაანში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გუშინ გადმოვარდა. ჯანმრთელობის
გაუარესების შემდეგ, ექიმებმა ის თბილისში რეანომობილით გადმოიყვანეს.
Internet.ge