მედიკოსები 2 წლის და 4 თვის ბავშვის გადარჩენას ცდილობენ. როგორც
„ინტერნეტ.ჯი“-ს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურში განუცხადეს, დღეს გამთენიისას,
მედიკამენტური ინტოქსიკაციის დიაგნოზით საავადმყოფოში 3 წლამდე ბიჭი მოათავსეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ
განყოფილებაში იმყოფება.
პაციენტს დაბალი წნევა და სხეულის გადაციება აღენიშნება. მედიკოსების
განცხადებით, პატარამ კლოფელინის აბები
ჩაყლაპა.
ბოლო ერთი ღამის განმავლობაში, იაშვილის კლინიკაში ეს მედიკამენტური
ინტოქსიკაციის რიგით მეშვიდე შემთხვევაა.
კლინიკაში ერთი და იმავე დიაგნოზით 6 ბავშვი მიიყვანეს.
ყველა მათგანს გაურკვეველი რაოდენობის სხვადასხვა დანიშნულების აბი ჰქონდა
მიღებული.
Internet.ge