საატესტატო გამოცდების ქიმიის ნაწილს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი, დიმიტრი შაშკინი თბილისის მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე სკოლაში
დაესწრო. მინისტრი თავად დააკვირდა გამოცდების მსვლელობას და მოსწავლეებსაც
გაესაუბრა.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდების მეორე კვირა საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში ქიმიის გამოცდით დაიწყო. გამოცდები მშვიდ გარემოში, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. მოსწავლეები 29 მაისს ბიოლოგიას ჩააბარებენ, ხოლო 30 მაისს - მათემატიკის გამოცდით დაასრულებენ
2011–2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდებს, რომელიც წელს გასული წლის მსგავსად, CAT –ის ტიპის საგამოცდო მოდელით, ცენტრალიზებულად,
კომპიუტერების
გამოყენებით
ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში ქართველ მოსწავლეებთან ერთად ეთნიკურად უკრაინელი ბავშვებიც სწავლობენ.
Internet.ge