თამაზ შოშიაშვილი: ბიუჯეტში ცვლილებები პროგრამებიდან მიღებულმა ეკონომიამ განაპირობა
თბილისის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ჯაბა სამუშიას
მიერ გაკეთებულ განცხადებას დღეს, თბილისის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო
კომისიის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
როგორც თამაზ შოშიაშვილმა აღნიშნა, ბიუჯეტში ცვლილებები კონკრეტული
პროგრამებიდან მიღებულმა ეკონომიამ განაპირობა.
"რეალურად ჯაბა სამუშიას დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ ბიუჯეტში
ცვლილებები კონკრეტული პროგრამებიდან მიღებული ეკონომიების შედეგად ხორციელდება და
თანხა ისეთ მუხლებში ნაწილდება, როგორიცაა, სოციალური პროგრამების და სატრანსპორტო
ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე ქალაქის ეკონომიკური პროგრამების ხელშეწყობა
და სხვა. ეკონომიაა ჯანდაცვის სფეროში დაზღვევებთან დაკავშირებით ჩატარებულ
ტენდერებში და გრიპის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამაში, რის გამოც,
აღნიშნული თანხები გადატანილია, როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური განვითარების
პროგრამებში”– განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.
სამუშიას განცხადებით კი, თბილისის ბიუჯეტში განსახორციელებელი
ცვლილებებით,
ჯანდაცვის
პროექტების
დაფინანსება 3 800 000 ლარით, ავარიული სახლების გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტის დაფინანსება დაახლოებით 4
200 000 ლარით,
კეთილმოწყობის
ღონისძიებები
850 000 ლარით,
პროექტის
"ძველი
თბილისის ახალი სიცოცხლე" დაფინანსება კი 1 300 000 ლარით მცირდება.
Internet.ge