ყოფილი
ფეხბურთელის, კახი კალაძის
განცხადებით, ის მზად არის იტალიაში ნებისმიერ დროს ჩავიდეს და საფეხბურთო სკანდალთან დაკავშირებით, მოწმის
სტატუსით ჩვენება მისცეს.
ამის
შესახებ განცხადება, კალაძემ სოციალურ ქსელ „Facebook“-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.
კალაძე
მოუწოდებს მედია საშუალებებს ხელოვნურად ნუ მოახდენენ სიტუაციის დრამატიზირებას.
„მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის პოლიციამ ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით დაკითხა რამოდენიმე ფეხბურთელი. პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სულ მალე შესაძლოა დასაკითხ პიროვნებათა შორის მეც ვიყო. თუ საქმე მოითხოვს, მზადა ვარ ნებისმიერ დროს ჩავფრინდე იტალიაში და ჩვენება მივცე მოწმის სტატუსით. მე მთელი ცხოვრება ვბრძოლობდი ღირსეულად და მთელი ცხოვრება ვებრძოდი ჩაწყობილ თამაშებს“,- ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge