ერაყის დიქტატორის, სადამ
ჰუსეინის უფროსი ქალიშვილი - რაგჰადი, მიზნად ისახავს მამამისის მემუარები რაც
შეიძლება მალე გამოაქვეყნოს.
ამჟამად რაგჰადი
იორდანიაში, დევნილობაში ცხოვრობს. მისი ადვოკატის, ჰაიტმან ნაბილ ალ–ჰარშის
განცხადებით, „ეს არის სადამ ჰუსეინის რეალური მემუარები, რომელიც არის ხელნაწერი
და ის გამოქვეყნდება, როგორც კი რომელიმე გამომცემლობა ამას
მოისურვებს.“ არაბულ საინფორმაციო არხს მან არ უპასუხა კითხვაზე თუ რამდენხანს წერდა
სადამ ჰუსეინი მემუარებს ან რაზე საუბრობს ყოფილი დიქტატორი თავის ავტობიოგრაფიაში.
ალ არაბიას ცნობით,
რაგჰადმა გააპროტესტა 2009 წელს გამოცემული წიგნი, სახელწოდებით – „სადამ ჰუსეინი:
ამერიკული კამერებიდან – ის, რაც მოხდა.“ წიგნი ეფუძნება სადამ ჰუსეინის დღიურებს,
საუბრებსა და წერილებს.
internet.ge